გიორგი ბარამიძე - მიგვაჩნია, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო - პოლიტიკური ანალიზისა და შეფასებების დრო აუცილებლად, ძალიან მალე დადგება

მიგვაჩნია, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო - დღეს ყველამ უნდა ვილოცოთ გარდაცვლილების სულის სასუფეველში დასამკვიდრებლად, ხოლო პოლიტიკური ანალიზისა და შეფასებების დრო აუცილებლად, ძალიან მალე დადგება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ის ტრაგედია, რომელიც მოხდა რაჭაში. გაუგონარი ამბავია. ყველა ნორმალური ადამიანი შეძრულია ამ ამბით და დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველამ უნდა ვილოცოთ გარდაცვლილების სულის სასუფეველში დასამკვიდრებლად, ხოლო პოლიტიკური ანალიზისა და შეფასებების დრო აუცილებლად, ძალიან მალე დადგება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო. ძალიან ბევრი რამ არის, რაც დაკავშირებულია ხალხის წინასწარ გაფრთხილებასთან, სისტემის არსებობის პრობლემებთან და რეალურად, არარსებობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ვინ როგორ ირეაგირა, რატომ არ იყო ვერტმფრენები და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, დღეს არ არის ის დრო, რომ ამ საკითხებზე ჩაღრმავებით ვისაუბროთ. როდესაც დაიკრძალება ყველა დაღუპული და შესაბამისად, მათ პატივს მივაგებთ, აუცილებლად, ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ხელისუფლებას. რაც არის არასწორი და დეზინფორმაცია ის გაირკვევა, მაგრამ რაც არის სიმართლე და ხელისუფლების უდავო პასუხისმგებლობა, ვერ გაექცევა ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები. მომხდარის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო