ოთარ შამუგია - შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის - ყველა ღონისძიება უმალვე განხორციელდა

შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდით - ყველა ღონისძიება უმალვე განხორციელდა , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაშველები და სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებულები.

„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა, თუ ეს ადამიანებს უშველიდა, უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული. იმ პროცესში, როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებულები. ასევე ვერტმფრენებზე იყო საუბარი, ღამის ვერტმფრენი არ გვყავსო. როდესაც პირველ ღამეს დასრულდა გამოყვანა, მეორე დილით ეს ადამიანები მაშველებთან ერთად იყვნენ, ამით არავინ დაზარალებულა. ამ სიტუაციაში, შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდით.

ჩვენ ვხედავთ, რამდენად თავგანწირვით მუშაობენ ეს ადამიანები იქ უმძიმეს პირობებში. ძალიან მძიმე სურათია და პირობებია, მაგრამ ჯარი, მაშველები მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ შესაძლებლობებშია.

სტიქიის მოხდენიდან ძალიან მალე იყვნენ იქ მაშველები, შემდეგ ვერტმფრენები. უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება. რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ის ყველაფერი გაკეთდა.

ჩვენი სამაშველო სამსახურის შეფასებით, სხვა ქვეყნის დახმარებით, იქ უფრო მეტი ვერ გაკეთდებოდა. ამის საჭიროება რომ ყოფილიყო, ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს, გასულ წელს ხანძარი გვქონდა და მივმართეთ მეზობლებს, ამ შემთხვევაში ეს ასეც იქნებოდა“, - აღნიშნავს მინისტრი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს