პოლონეთის საელჩო საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.