პარლამენტთან მოქალაქეები ლოზუნგით - „თანადგომისთვის“ შეიკრიბნენ

პარლამენტის წინ, გლოვის დღესთან და აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, მოქალაქეები იყვენენ შეკრებილები ლოზუნგით „თანადგომისთვის“.

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანია, შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საზოგადოებას დაანახონ, რომ ტკივილი და თანადგომა „ფეისბუქის“ პოსტებს სცდება.

აქციის მონაწილის თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ერთად დგომა და რეალურ სივრცეში ერთი აზრის გარშემო გაერთიანება.

„გადავწყვიტე გამოვსულიყავი და გამომეხატა პროტესტი იმ უსუსურობის განცდაზე, რაც ამ ქვეყანაში მაქვს. სისტემებზე, რომელზეც პასუხისმგებელია სახელმწიფო, მოქალაქეებს ვერ გვიცავს და თავიდან ვერ გვარიდებს იმ საფრთხეს, რომლის არიდებაც ხშირად შესაძლებელია. მიგვაჩნია, რომ პლაკატები და სანთლების დანთება საქმეს არ შველის, მაგრამ არც სახლში ჯდომა და სოციალურ ქსელებში წუხილიც შველის საქმეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეკრებილებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ: თემატური პლაკატები, ყვავილები, სანთლები.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება