გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს, 05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში: კაიშაურები, ჟინვალი, არაგვისპირი, ფასანაური, ბაზალეთი, ანანური, ჩანადირთკარი, მლაშე, წითელსოფელი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.

05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქსოვრისი, ძალისი და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს მუხადგვერდში, ზაჰესის ტერიტორიაზე. 11:50 საათიდან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ ძალისში. 15:40 საათიდანდან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი.

05:00 საათიდან 08:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონის სოფლებში: არშა, სიონი, სნო და მიმდებარე სოფლებში, ასევე გუდაურში.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, თიანეთში ლაშარის, ხაწირის.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს