პრემიერ-მინისტრი შოვში მომხდარი სტიქიის გამო, მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შოვში მომხდარი სტიქიის გამო, მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.

როგორც პრემიერი განმარტავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაღუპული მოქალაქეების პოვნა დროულად მოხდეს.

„მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სალიკვიდაციო სამუშაოები. მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები. დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამ სტიქიას შეეწირა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი საზოგადოების მწუხარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. 16 მოქალაქეს ეძებენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს