ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ

პირველ ოქტომბერს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისმიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 11 აგვისტოს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით, ასევე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით - konkursi.cec.gov.ge.

გორის, კასპისა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საერთო ჯამში უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიების 1 064 წევრი, მათ შორის 399 ხელმძღვანელი პირი.

კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე - 2 51 00 51. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11032659-informatsia-saubno-saarchevno-komisiebis-tsevrta-shesarchevi-konkursis-shesakheb

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი