მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა - რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია

წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოსთვის სასარგებლო მტკიცებულებები შეგნებულად დამალა, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფოსთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავა მოიგო.

„შედეგებიდან რომ დავიწყოთ, წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, რასაც ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია და რასაც შემდეგ წლების განმავლობაში ამით სარგებლობა ჰქვია. იცით, რომ ბორდერიზაცია, ეს ყველაფერი ჩვენ დიდი წინააღმდეგობის ფასად გვიჯდება დღემდე და დიდი შრომის ფასად საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ, როგორც მხარემ, სტრასბურგში და ჰააგაში დავა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მტკიცებულებები შეგნებულად იყო გამქრალი საქმიდან, ორივე პროცესი მოიგო. სამართლებრივი დავა, რუსეთის სახელმწიფოსთან როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან არის მოგებული. რაც შეეხება მტკიცებულებებს - ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო „ისკანდერის" ნაწილები. „ისკანდერის“" ნაწილები მანამდე იქნა გადამალული და რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ნაწილები, როგორც მთავარი მტკიცებულება მოგვეპოვებინა და წარგვედგინა სასამართლოში, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ამ სამართლებრივ დავაში იყო მართალი. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ საქმის კურსში არ არიან, არამედ, შეგნებულად მალავენ ქვეყნისათვის და მისი საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე გამართლებისათვის მთავარ მტკიცებულებას და ეს მტკიცებულება წლების შემდეგ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაძებნია და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ რა რაღაცებზე ლაპარაკობენ. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ერთი დიდი დანაშაული”, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღს - როგორც მდინარაძე აცხადებს, სწორედ რუსული პოზიციაა, რომ საქართველომ 7 აგვისტოს, ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვით, ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიან საფეხურზე გადაიყვანა.

„ეს იყო რუსული პოზიცია. 7 აგვისტო და კასეტური ბომბებით დაბომბვა ცხინვალის, რამაც ახალ და სრულ მასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა შეიარაღებული კონფლიქტი და ესკალაცია. ეს იყო რუსული პოზიცია და ამ რუსულ პოზიციას ხელი მოაწერა მაშინ "ნაცმოძრაობის" დელეგაციამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო