ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით „ევროკავშირის ბიულეტენს“ აქვეყნებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით „ევროკავშირის ბიულეტენს“ აქვეყნებს . თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

6, აგვისტო, 2023

სამართლებრივი აპროქსიმაცია (legal approximation) აქტუალური საკითხია 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებას „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ (PCA). მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრდა ტერმინი „სამართლებრივი ჰარმონიზაცია“ (legal harmonization). არც ერთი არ არის ქართული წარმოშობის სიტყვა. ორივე დარგობრივი ტერმინია ევროკავშირის სამართალში. ისინი განსხვავებული ცნებებია და აღნიშნავს სამართლებრივი დაახლოების განსხვავებულ პროცესებს.

ჰარმონიზაცია არის სტანდარტების, ნორმების, სისტემების ურთიერთდაახლოება - ორის ან მეტის ურთიერთდაახლოება. ჰარმონიზაციის პროცესში ჩართულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა. ჰარმონიზაცია არის ერთიანი/საერთო სამართლის ერთობლივად ჩამოყალიბების პროცესი. ტერმინი გამოყენებულია 1951 წლის „ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შესახებ“ ხელშეკრულებაში.

„ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“ რომის 1957 წლის ხელშეკრულებამ ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში დაამკვიდრა ახალი ტერმინიც „სამართლებრივი აპროქსიმაცია“. აპროქსიმაცია ნიშნავს, ევროკავშირის სამართალთან ცალმხრივ დაახლოებას (უკვე ჩამოყალიბებული/მიღებული ევროკავშირის სამართლის ტრანსპოზიციას ეროვნულ სამართალში).

საქართველოს ამჟამად წარმოშობილი აქვს სამართლებრივი აპროქსიმაციის ვალდებულება, რამეთუ საქართველო ცალმხრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის სამართალს.

მიმდინარე საერთაშორისო პროცესების გათვალისწინებით, 2022 წლის 9 მაისის კონფერენციამ ევროპის მომავლის შესახებ მიზანშეწონილად მიიჩნია ევროკავშირმა გააუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის/CFSP ფარგლებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისას, ისაუბროს და იმოქმედოს ერთხმად როგორც ჭეშმარიტად გლობალურმა მოთამაშემ, ითამაშოს პოზიტიური როლი და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მსოფლიოში ნებისმიერი კრიზისის მოგვარებაში.

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, გეოპოლიტიკური პარადიგმის ცვლილებამ, სხვა საერთაშორისო გამოწვევებმა, როგორიცაა გლობალური ავტორიტარიზმის მუდმივი ზრდა, ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობის გაზრდა, ჩინეთის მტკიცე საგარეო პოლიტიკა, გამოიწვია „მოწოდება სტრატეგიული ავტონომიის, სოლიდარობის და ევროკავშირის გეოპოლიტიკური გამოღვიძების კონცეფციის უფრო სწრაფად განხორციელებისკენ“.

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბების დინამიკა:

1957 წელს რომის ხელშეკრულებით ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) შექმნის შემდეგ, თანდათანობით განვითარდა არაფორმალური სამთავრობო თანამშრომლობა საერთო საგარეო ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1970-იანი წლების დასაწყისში ეს პროცესი ოფიციალურად ცნობილი გახდა როგორც ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობა (EPC).

1984 წელს ამ თანამშრომლობას პირველად მიეცა სათანადო სამართლებრივი საფუძველი ერთიანი ევროპული აქტით. 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიდა. სწორედ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით (TEU) შეიქმნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) მშვიდობის შენარჩუნების, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განვითარებისა და კონსოლიდაციის მიზნით, რაც კიდევ უფრო აქტუალური ხდებოდა ევროკავშირის გაფართოებისა თუ ევროპის კონტინენტზე წარმოქმნილი კონფლიქტების პირობებში. 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებამ დაადგინა გადაწყვეტილების მიღების უფრო ეფექტური პროცესი, მათ შორის კონსტრუქციული თავშეკავება და კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემა (QMV). 1999 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაადგინა CFSP-ის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი. 2003 წლის ნიცის ხელშეკრულებამ შემოიღო შემდგომი ცვლილებები გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად და უფლებამოსილება ამ მხრივ უბოძა პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC). 2009 წლის 1 დეკემბერს ძალაში შევიდა ლისაბონის ხელშეკრულება, რომელმაც ევროპის კავშირს მიანიჭა იურიდიული სამართალსუბიექტურობა და უზრუნველყო ის შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობით ცალკეულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაზღვრა მისი ინსტიტუციური სტრუქტურა საგარეო სერვისებისათვის. შეიქმნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თანამდებობა (ამავდროულად არის ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი (VP/HR); ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS); მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კავშირი აღიჭურვა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკით (CSDP), რომელიც წარმოადგენს CFSP-ის განუყოფელ ნაწილს. 2016 წელს ევროკავშირმა წარმოადგინა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობის გაზრდის, უსაფრთოხების გაძლიერების, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, კლიმატის ცვლილებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის მიზნით.

ტერმინი „ეკონომიკური კონვერგენცია“ (Economic Convergence) ევროკავშირის სამართალსა და პოლიტიკაში მყარად და ხშირად გამოიყენება. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს. ეკონომიკური კონვერგენცია არსებობს მაშინ, როდესაც ორი ან მეტი ეკონომიკა მიდრეკილია განვითარებისა და კეთილდღეობის მსგავს დონეს მიაღწიოს. რომის ხელშეკრულებიდან (1957) დაწყებული, ევროკავშირმა ჩამოაყალიბა საერთო პოლიტიკა „ჰარმონიული ეკონომიკური განვითარებისა და დაბალანსებული გაფართოების“ ხელშეწყობის მიზნით (https://www.e-jei.org/upload/H1HUPG9T9QRTT3UH.pdf). ქვეყანა რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, მან უნდა დააკმაყოფილოს ეკონომიკური კრიტერიუმები, უნდა გაიაროს ევროკავშირთან ეკონომიკური კონვერგენციის პროცესი (ფასების სტაბილურობა; ჯანსაღი საჯარო ფინანსები და მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფა; გაცვლითი კურსის სტაბილურობა; იმის დემონსტრირება, რომ წევრ სახელმწიფოს შეუძლია მართოს თავისი ეკონომიკა გადაჭარბებული ვალუტის რყევების გარეშე; გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები, რათა შეფასდეს კონვერგენციის გამძლეობა და სხვა).

ჩინეთის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთკავშირი: ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ანალიზი, 2020, https://pmcg-i.com/app/uploads/old-site/data/publications_file/c23e5f06faf5edecf.pdf

https://pmcg-i.com/publication/china-eu-and-georgia-nexus-unpacking-the-economic-and-political-relations/

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.comekakardava2014@gmail.com

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო