2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის საბჭო კვლავაც განაგრძობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
„დღეს სრულდება 15 წელი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციიდან.
ევროპის საბჭო კვლავაც განაგრძობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.