საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მიმდინარე კვირაში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება და იზრდება ტყის ხანძრების რისკი - ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა