გიორგი ვაშაძე - ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება, გაჩუმდი! - შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა ნატო-თი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა

ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში პასუხისმგებლობა აარიდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები პასუხისგებაში მიეცათ.

„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა - ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი! შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე. შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატო-თი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც მონობაში დაამყარა რუსეთმა ჩეჩნეთში, ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობაზე, ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული, ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე - პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები მიეცა პასუხისგებაში ჰააგის სასამართლოს, მაგრამ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის ცამდე გამართლდა ყველა ჩვენი სამხედრო და ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. აი, თქვენ კი, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივის და ინტერესების გამტარებლებს აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ, დიდი გამარჯვებისთვის!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა