„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” თანამშრომლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი 2022 წელს გაიხსნა.
„ზუსტად 15 წლის წინ, რუსული ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამშრომლები მამუკა კაცაძე, ზურაბ ნანავა და ლევან ტურავა დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაიჭრა. სწორედ მათი და ნავსადგურის სხვა თანამშრომლების უდიდესი ძალისხმევის შედეგია, რომ ომის დღეებში პორტი შეუჩერებლად მუშაობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.