ზაზა გოგავა - ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც არ აწყობს  ეს თარიღი - 7 აგვისტო - ხელისუფლება პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ ომი თითქოს 8 აგვისტოს დაიწყო

ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც არ აწყობს ეს თარიღი - 7 აგვისტო და საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ ომი თითქოს 8 აგვისტოს დაიწყო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ იცის რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს და შესაბამისად, ხელისუფლება პროპაგანდისტული განცხადებებით კრემლის ნარატივს „ვერ გაიტანს“.

„ქართული ოცნება" ზუსტად მიყვება თავისი ყველაზე დიდი მეგობრისა და გულშემატკივრის, კრემლის, ტერორისტი პუტინის მოსაზრებებს. ეს ჟღერდება განცხადებაში, რომელიც 2008 წლის ომში ბრძოლის ველზე დაცემული გმირების მემორიალთან გაკეთდა. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ამ გმირებისა და არცერთი სიტყვით ამის უკან გამოწვევა არ შეიძლება.

ახლა რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება - იქ შავით თეთრზე წერია თუ ვინ და როდის დაიწყო ომი. ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აწყობს ეს თარიღი. ეს არის რუსეთი და ამიტომაც მათი ქვეშევრდომი ხელისუფლება, საქართველოში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს გზა-კვალი აურიოს და განმეორდეს კრემლის ნარატივი, რომელიც ომის 8 აგვისტოს დაწყებას გულისხმობს. ამაზე მხოლოდ ეს კომენტარი შემიძლია გავაკეთო და ვუთხრა ყველას, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმარისად ბრძენია და ვერანაირი ასეთი მოკლე პროპაგანდისტული განცხადებებით რუსული ხელისუფლება ვერ გაიტანს საკუთარ ნარატივს“, - აღნიშნა ზაზა გოგავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა