გიგა ბოკერია - როდესაც ხელისუფლება წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამას ჰქვია ღალატი

როდესაც ხელისუფლება გარე მტრის ნაცვლად, წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია ღალატი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ თარიღს იყენებს არა ჩვენი საგარეო მტრის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზავნილის დასაცავად, არამედ შიგნით ოპონენტების დემონიზებისთვის და პირდაპირ ან ირიბად მაინც წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამ ყველაფერს ღალატი ჰქვია.

„ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში მტრის რეგულარული არმიის შემოსვლა კი არ არის ომის დაწყება, არამედ, როცა ღიად გამოჩნდნენ და თავადაც აღიარებენ, რომ მოქმედება დავიწყეთო, ის თარიღია თურმე უფრო საკვანძო. ათასი ბოდვითა და დემაგოგიით ცდილობენ ამის შეკაზმვას.

ხელისუფლება, რომელიც ასეთ დროს და ასეთ საკითხზე გარე მტრის ნაცვლად, ძირითადად საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე, თან წინა ხელისუფლებაზე, ამით ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამას აკეთებენ ისინი ყოველ წელს, მათ შორის, ამ თარიღთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო