თემურ მღებრიშვილი - ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, დადგინდა, რომ არის ჯანმრთელად და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში იყო, დადგინდა, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება და ჯანმრთელია.

ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, ოპერატიული-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების შედეგად ზურაბ ბიბილეიშვილი პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„დეტალები არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ დაკარგულების სიაში იყო და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ... ჯერჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს. რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა