გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 10:00-დან 10:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში - ჟინვალი, ანანური, ციხისძირი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ცივწყარო, ქვემო არანისი, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, თანდილაანთკარი, პავლეური, დგნალი, ჭივილაანები, მღვიმე.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ სოფლებს - მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, შარახევი, კაწალხევი, გუდრუხი, ხარტიშო, ლაუშა, თხილიანა.

11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში - ცდო, გველეთი, გერგეტზე, დევდორაკის მთაზე, დარიალში, ხოლო 12:30-დან 16:00 საათამდე, სოფლებში - სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, ვლადიმერ მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ჩილიპირებში.

12:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის სოფლებში - სიონი და ორხევი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს