გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოვლენილი ფაქტებიდან 117 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 60 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; 31 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, შიდა ქართლში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, იმერეთში - 10, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2, ქვემო ქართლში - 1. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო