გია ვოლსკი - არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ - იმაზე საუბარი, რომ საკითხი მომავალში, 1 ან 10 წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია

არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ - იმაზე საუბარი, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, არსებობს საზოგადოების და გარკვეული პოლიტიკოსების მოსაზრება ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებული კანონი საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ცილისწამებისგან თავი დაიცვა.

"არანაირ კანონზე საუბარი არ არის. მოსაზრება გამოითქვა ცილისწამების თაობაზე ისეთ კანონის შემოღებაზე როგორიც ევროპულ ქვეყნებშია - მაგალითად საფრანგეთში. ვფიქრობ, რომ დღესაც შეიძლება არსებული კანონის გამოყენებით საკუთარი პოზიცია და თავი დაიცვა, თუმცა რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს.

მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა