ირაკლი ქარსელაძე - დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.

მათივე ცმობით, კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე სარმის ხიდის მონტაჟი.

„სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო.

„გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც.

„კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება“, - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

მინისტრმა სამუშაოების სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოებში ჩართულმა ადამიანებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე