ირაკლი ქარქაშაძე - გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა, რომლითაც 139 მგზავრი ჩამოვიდა.

დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ხანგრძლივი, 5 წლიანი, საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ავიაკომპანია IndiGo-მ დაიწყო ფრენები საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთი და საქართველო პირდაპირი რეგულარული ფრენებით, კვირაში 3 სიხშირით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური, რადგან IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას'', - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანებების ინფორმაციით, უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. 2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31 %-ით არის გაზრდილი. 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო