ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „მთის ბიბლიოთეკა“ დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „მთის ბიბლიოთეკა“ დაიწყო, რომელიც „მთის ამბებთან“ და Gulf Georgia-სთან ერთად განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებლის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შატილის სკოლა წიგნებითა და კომპიუტერული ტექნიკით მოამარაგეს.

„შატილის სკოლა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ თანამშრომელ ანა ჭინჭარაულთან ერთად წიგნებით და კომპიუტერული ტექნიკით მოვამარაგეთ. მანამდე, მარგარეტ დაიაურთან თანამშრომლობით, ერთ-ერთ კოშკში მოვაწყვეთ თანამედროვე სამკითხველო. დიდი მადლობა „ეკვილიბრიუმის“ ყველა შემომწირველს - განსაკუთრებული მადლობა უახლესი პლანშეტებისთვის იტალიაში მცხოვრებ ინგა სიხარულიძეს. პლანშეტები შატილის სკოლის ყველა მოსწავლისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა