ქვიშის ფრენბურთში საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა

პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად, „ამბასადორი კაჭრეთში“, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა. ინფორმაციას ფრენბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, “ქართველას თასზე” მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის მონაწილეობდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები. ჩემპიონატი ჩატარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

„შეჯიბრება მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ფინალურ მატჩში ლატვიისა და ლიტვის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოქროს მედლის მოპოვება და “ქართველას თასის” ჩემპიონობა ლიტვის გუნდებმა მოახერხეს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

მამაკაცთა ფინალურ შეხვედრაში ლატვიისა და ლიტვის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლიტვის გუნდიდან რუმშავიჩუშ არნასსა და დონელა მანტოსს მხოლოდ ორი სეტი დასჭირდათ გამარჯვებისთვის. სპორტსმენებმა 21-13 და 21-19 დაამარცხეს ლატვიის გუნდის მოთამაშეები ბრუნო ბულგაჩი და ერნესტ გუტმანისი. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის ასევე მოიგო ლიტვის გუნდმა, კაროლის პალუბინსკასა და საულიუს ვილკელისის მონაწილეობით.

რაც შეეხება გოგონების შეჯიბრს. მესამე ადგილის მოსაპოვებლად საქართველოს ორმა გუნდმა იბრძოლა, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ლიზი ლობჟანიძემ და ანა დიასამიძემ, მათ ორ სეტში (25-23, 21-19) დაამარცხეს თანამემამულეები მარიამ მუყასაშვილი და ირინა ჭელიძე.

ლიტველმა დებმა გერტა გრუდინსკაიტემ და რუგილე გრუდინსკაიტემ კი ლატვიელი ანია ოზოლინა და ბეატე ლიეპაინეჩესი 22-20 და 25-23 ორ სეტში დაამარცხა და “ქართველას თასის” 2023 წლის გამარჯვებულებიც გახდნენ.

ეს ტურნირი კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა როგორც მონაწილე გუნდებისთვის ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ენახათ მაღალი ხარისხის ქვიშის ფრენბურთი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ჩემპიონატს კი “კაჭრეთი ამბასადორმა” უმასპინძლა

“ქართველას თასი” 2009 წლიდან ტარდება და მისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც. ტრადიციული ტურნირის მიზანია, პირველი ქართველი ლიბეროს და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრის - დავით ქართველიშვილის ხსოვნის უკვდავყოფა, ქვიშის ფრენბურთის პოპულარიზაცია და მისი დონის ამაღლება საქართველოში. საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ფრენბურთის მოყვარულებს მომავალ წელს ელოდება “ქართველას თასი 2024-ზე”.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით,

„წარმატებით დავასრულეთ ქართველას თასი 2023, რომელიც წელს გავაერთიანეთ აღმოსავლეთ ევროპის ზონალირ ასოციაციის ჩემპიონატში, სადაც რეიტინგული ქულები მიენიჭათ მოთამაშეებს. სტუმრად გვყავდა სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი ტურნირი“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

“ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული არნას რუმშავიჩუსი მადლობას უხდის საქართველოს მასპინძლობისთვის.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ ამ ჩემპიონატზე. სწორედ ის შედეგი მივიღეთ, რისთვისაც ჩამოვედით. ასევე სასიხარულოა, ისიც, რომ ტურნირი ევზას ეგიდით ჩატარდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ასეთი მასპინძლობისთვის”, - დასძინა მან.

“ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული მანტოს დონელა აღნიშნავს, რომ ფინალური შეხვედრა ფიზიკურად რთული ჩასატარებელი.

„მეც ბედნიერი ვარ, აქ კარგი გარემოა, თუმცა ვიტყოდი რომ ძალიან ცხელა, ფინალური შეხვედრა ფიზიკურად რთული ჩასატარებელი იყო, მაგრამ ერთად დგომით გავიმარჯვეთ“, - განაცხადა მან.

- “ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული გერტა გრუდინსკაიტეს თქმით, კონკურენცია მაღალი იყო.

„ძალიან ბედნიერები ვართ, თუმცა ამავდროულად დაღლილებიც, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელით” ,- განაცხადა გრუდინსკაიტემ.

“ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული რუგილე გრუდინსკაიტე კი აღნიშნავს, რომ თამაში რთული აღმოჩნდა, თუცა იყო წარმატებული.

„დიახ, სიცხის გამო ჩვენთვის რთული აღმოჩნდა თამაშების ჩატარება, რადგან ასეთ კლიმატს არ ვართ მიჩვეულები, თუმცა ეს ჩემპიონატი მაინც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის”,- დასძენს ის.

ტურნირის სუპერვაიზერი ვალერია რომანოვიჩი კი აღნიშნავს, რომ “ქართველას თასი 2023” ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

„რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ტურნირის მოწყობაში მონაწილეობა მიიღო. ასევე მინდა მივულოცო ეს წარმატება თითოეულ მონაწილეს” , - დასძინა მან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება