გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, სასახლკარე, ახალსოფელი, წინამძღვრიანთკარი, ჯიღაურა, წიწამური, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, 15:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ დიღომში: ვახუშტი ბატონიშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ავთანდილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, დავით ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის ბოლოს და ჩალიპირების ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა