„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, ასევე სოფლებს - კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეს, 10 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა - ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას; სოფლებს - კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება