„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამას 1 176 გამარჯვებული ჰყავს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი პროგრამის გამარჯვებულთა შორის, ქალ მეწარმეთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. ამასთან, გამარჯვებულთა 26.45% ახალგაზრდა მეწარმეა.

„საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების შედეგად, 3 000 ადამიანი დასაქმდება.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.

პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს - კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები - არაუმეტეს 10%.

პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობა ფინანსდება.

2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა