კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2 ეკონომიკური აგენტი განმეორებით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკონომიკური აგენტების მიმართ მოკვლევა, რომელიც „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა.

„მოკვლევის შედეგების მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ.

ინფორმაციის თანახმად, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა