ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო კურსზე - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, მონაწილეთა მიღებას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალი სასწავლო კურსის - კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, განხორციელდება დაიწყო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სექტემბრის დასაწყისში KIU-ში განხორციელდება.

„კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების სფერო. კურსზე რეგისტრაცია დაიწყო და 2023 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. კურსის წარმართვა სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება და კურსის პერიოდში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განთავსდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებლებში. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო, წარმატებული კურსდამთავრებულების ნაწილი (მაქსიმუმ 20%) მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო ვაუჩერს „ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აგვისტო. რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 44 93 55 ან *0197, www.kiu.edu.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში