თემურ მღებრიშვილი - ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი

ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი. ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების მეშვეობით უფრო მარტივი იყო ვიდრე ვერტმფრენით, რადგან არის ურთულესი რელიეფი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სითბური დრონების საშუალებით მოხდა იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები, რომლებთანაც მთელი ღამე მაშველები და პოლიციელები იმყოფებოდნენ.

„სამაშველო ღონისძიებაში ჩართული ვერტმფრენების გამოყენება პირველად არ ხდება. ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ღამე, მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი მაღალი რისკი იყო, ასევე, პირველ რიგში არაფერი აუცილებლობა აღარ იყო მაგის.

საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით.

ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც დატბორილი იყო. ასევე ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა, სითბური დრონების მეშვეობით უფრო მარტივი იყო, ვიდრე ვერტმფრენით, რადგან ურთულესი რელიეფია, მთებისა და კლდის მასივია ძალიან რთული, მაღალი ძაბვის სადენები იყო, ამიტომ არ არსებობდა გარისკვის თუნდაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა.

სითბური დრონების საშუალებით მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც ადამიანები უსაფრთხო ადგილზე იყვნენ გახიზნულები.

სამწუხაროდ, იმის შემდეგ, რაც დაფიქსირდა ის უბედურება და გარდაიცვალნენ ადამიანები, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნილა არავის. არ დაგვმატებია დაღუპულები და დაშავებულები “, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა