თემურ მღებრიშვილი - ჩვენ გვაქვს საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში - ეს ეხება, როგორც ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას და სპეც-აღჭურვილობას

ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში - ეს ეხება, როგორც ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, პარალელურ რეჟიმში შესყიდვებს ახორციელებენ, რათა მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს.

„ჩვენ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ ფორსმაჟორული სიტუაციიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობით. ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში. ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობა გაგვაჩნია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მარაგებში. როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და ისევ და ისევ მარაგების შევსებას.

ყველას მინდა მოვუწოდო, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შეუძლიათ დაგვირეკონ, შეგვეკითხონ და მიიღონ პასუხები. რატომ უნდა გააკეთონ წინასწარი დასკვნები და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს ბოტები არ აქვთ?! ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა. რაც ჩვენ ახლა ონში ვიმყოფებით 400 მეხანძრე-მაშველით, უკვე ორჯერ შევცვალეთ ტანისამოსი. რაც შეეხება ბოტებს, ჩვენ არა მარტო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უზრუნველვყოფთ, არამედ იყო გარკვეული საჭიროებები და ჩვენ სხვა სამსახურებსაც მივაწოდეთ ეს საშუალებები. იმიტომ, რომ ჩვენ მატერიალური რეზერვების მარაგები გვაქვს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა