ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაცია იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია

2023 წლის 7-11 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით, საქართველოს სტუმრობს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა დელეგაცია. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დელეგაციას მასპინძლობენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე და მოადგილე მიხეილ ხურციძე.

„ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული უფასო იურიდიული დახმარების სისტემის შესწავლა და იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში მიმდინარეობს უფასო სამართლებრივი დახმარების ახალი სისტემის ფორმირების პროცესი, ხოლო უზბეკეთში აღნიშნული სისტემა მხოლოდ ახლა ყალიბდება და ამ მხრივ, მათთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე და განვითარებული სისტემის მქონე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

7 აგვისტოს დელეგაციის წევრები იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისს ესტუმრნენ და სამსახურის მართვის სისტემას, ორგანიზაციულ სტრუქტურას გაეცნენ. შემდგომ ვიზიტი განხორციელდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც შეხვდნენ საზოგადოებრივ ადვოკატებსა და კონსულტანტებს, დაათვალიერეს თბილისის ბიუროს საკონსულტაციო და ქოლცენტრის განყოფილებები.

სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში გამართულ შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის საშუალებით გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორია, განვითარების ეტაპები, საკანონმდებლო მანდატი, სერვისები და მიმდინარე რეფორმები.

8 აგვისტოს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაციის წევრები რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ეწვივნენ. სტუმრებმა მოინახულეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური ოთახი. რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა უცხოელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს თავიანთი მუშაობის სპეციფიკა და ამომწურავად უპასუხეს მათ კითხვებს.

ასევე გაიმართა შეხვედრა გაეროს სახლში, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) წარმომადგენლებმა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში შესრულებული იქნა მათ მიერ იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. გაიმართა დისკუსია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან. დელეგაციის ვიზიტი გრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა