„Nexia ყოველთვის მზად არის დიდი დრო და რესურსი დაუთმოს ახალგაზრდების განვითარებას“  - ელენე სმაგლიუკი

სტაჟირების პროგრამები პროფესიული უნარების განვითარების, გამოცდილების შეძენისა და კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სტაჟირების გავლით, ჩვენ საშუალება გვეძლევა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში გამოვცადოთ უნივერსიტეტში თუ სხვა სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნა, შეგვხვდეს ისეთი გამოწვევები, რომელიც მხოლოდ აქტიურ სამუშაო პროცესში ხდება და სწორად შევაფასოთ ჩვენი პროფესიული მიზნები.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია საქართველო“, როგორც აუდიტორული ბაზრის უმსხვილესი დამსაქმებელი, მუდმივად აცხადებს სტაჟირების პროგრამებს და ყოველთვიურად, ყველა მიმართულებით ფართოვდება. კომპანიაში სტაჟიორების დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ სტაჟიორების 90% კარიერას „ნექსიაში“ აგრძელებს.

სტაჟირების პროგრამების მნიშვნელობისა და კომპანიის მიდგომების შესახებ IPN-ს ნექსიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელენე სმაგლიუკი ესაუბრა.

„ნექსია ყოველთვის მზად არის დიდი დრო და რესურსი დაუთმოს ახალგაზრდების განვითარებას, - კომპანია ორიენტირებულია თავად მისცეს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სტაჟიორებს, რათა ხელი შეუწყოს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტაჟირების პროგრამები ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. სტაჟირებას, გარდა პროფესიული განვითარებისა, თანამშრომლები გადიან ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესს, რომელიც მოიცავს გუნდთან კოორდინაციას, კომპანიის მუშაობის პრინციპების, ღირებულებებისა და ზოგადად შიდა სამზარეულოს გაცნობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი დაკვირვებით, სტაჟიორები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს კომპანიასთან ერთად დგამენ, ყოველთვის უფრო სწრაფად ვითარდებიან.

მეტ-ნაკლებად, ყველა დიდი კომპანია ქმნის სტაჟირების პროგრამის საკუთარ ვერსიას. რითია გამორჩეული სტაჟირება “ნექსიაში”?

სტაჟირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიას ჰქონდეს სწორად შემუშავებული სტაჟირების პროგრამები, რომელიც მთლიანად თანამშრომელზე იქნება მორგებული და საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენაში დაეხმარება.

„ნექსიას“ მიდგომა თანამშრომლებთან მიმართებით ასეთია: ყველა უნდა გრძნობდეს, რომ ის და მის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ჩვენი სტაჟირების პროგრამებიც ამ იდეას მიჰყვება. ვცდილობთ, სტაჟიორების საქმიანობა არ იყოს ჩაკეტილი და შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი საქმიანობით. მათ შეუძლიათ, შეხება ჰქონდეთ კომპანიის ყველა პროცესთან, რომელიც აინტერესებთ და პრაქტიკაში ნახონ, რა როგორ კეთდება.

ჩვენთან ხშირია შემთხვევებიც, როცა სტაჟიორს ერთი მიმართულებაში დაუწყია მუშაობა, შემდეგ „ნექსიას“ სხვა მიმართულებით დაინტერესებულა და საქმიანობაც იქ გაუგრძელებია. მენტორებიც, როცა ხედავენ, რომ სტაჟიორს ინტერესი და მოტივაცია აქვს, ყველანაირად ხელს უწყობენ განვითარებაში და ცდილობენ, უფრო მეტად ჩართონ მათთვის საინტერესო პროცესებში. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „ნექსიას“ თანამშრომელების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ სტაჟირების პროგრამით და დამწყები პოზიციებით შემოუერთდა ჩვენს გუნდს და დღეს ბევრი მათგანი საკმაოდ მაღალ პოზიციაზეც მუშაობს.

„ნექსია“ ასევე, აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამებში. 2021 წელს, ჩვენმა სტაჟიორების გადამზადების პროგრამამ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჯილდოც მიიღო, სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის ზრდისა და განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის.

კომპანიას, ასევე, სიახლეები აქვს გადამზადების პროგრამის მიმართულებით. რამდენად ეფექტიანია პროგრამა?

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, თანამშრომლებს ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივი ტრენინგებითა და სასწავლო კურსებით. წელს, ამ კუთხით სიახლე გვაქვს: დავნერგეთ გადამზადების პროგრამა, რომლის სატესტო ვერსიაც შარშან განხორციელდა და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. აღნიშნული პროგრამები სტაჟიორებისთვის არის შესაძლებლობა პრაქტიკულ უნარებთან ერთად, გაიღრმავონ თეორიული ცოდნაც. თანაც, ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდმივად ხდება ცვლილებები, სასწავლო პროგრამები პროფესიული განვითარებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება „ნექსიაში“ სტაჟიორის აყვანისას?

სტაჟიორების შერჩევისთვის გვაქვს რამდენიმე ეტაპი. მინიმალური პროფესიული ტესტირება და გასაუბრება. სტაჟირების პროგრამებში ძირითადად lll-IV კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს ვრთავთ. შერჩევის პროცესში, ხშირად, ტესტირების შედეგებზე მეტად, გასაუბრებაზე გამოვლენილ მოტივაციას ვაქცევთ ყურადღებას. პრაქტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ მოტივირებულ ადამიანებს ყოველთვის უფრო კარგი შედეგები აქვთ.

თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის გვაქვს, ასევე, შეფასების სისტემა, რომელიც განსაკუთრებით სტაჟიორებს ეხმარება, იცოდნენ სასწავლო პერიოდის დასრულების შემდეგ, რის მიხედვით მოხდება მათი შეფასება, შესაბამისად, იცოდნენ რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი, რა უნარები უნდა გაიუმჯობესონ და ა.შ.

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც დასაქმებული სტუდენტები აწყდებიან, შესაძლოა, იყოს სწავლაში ხელშეშლა. როგორ გრაფიკს და მხარდაჭერას სთავაზობს „ნექსია“ სტუდენტებს?

ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სწავლის პროცესშივე დასაქმდნენ და გამოცდილება მიიღონ ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ სწავლაში.

ვინაიდან, ჩვენ, თითქმის, ყველა წამყვან უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და აქტიურად ვასაქმებთ სტუდენტებს, კარგად ვიცით მათი საჭიროებები და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები, მათ შორის: მოქნილი გრაფიკი და სასწავლო შვებულებაც, რომელსაც გამოცდების პერიოდში აქტიურად იყენებენ ჩვენი თანამშრომლები.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო