გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კონკურსს აცხადებს

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ქართული ენის მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი და ისტორიის მასწავლებლის ერთი სრულგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მსურველებმა, 2023 წლის წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, განაცხადები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge , ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება. გასაუბრება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2023 წლის 29 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება: - ქართულის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე; - ისტორიის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 12:00 საათზე;

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე. შერჩევის კრიტერიუმები: კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელი; კანდიდატს უნდა ჰქონდეს სხვა სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კანდიდატი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს; კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოქმედი დისციპლინური სახდელი; კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგ-კურსების გავლილი (წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები); კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საგაკვეთილო პროცესის მართვა; კანდიდატი უნდა იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ; კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებასა და სტატუსის ამაღლებაზე (ტრენინგები, პროექტები, სემინარები, კურსები); კანდიდატმა უნდა იცოდეს ელექტრონული სისტემის წარმოების წესი; კანდიდატმა უნდა იცოდეს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა