„ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანი - სახალხო დამცველის სამედიცინო კომისიამ დადო დასკვნა, რომლის შესახებაც ყველა ჯანსაღი ექიმი ვსაუბრობდით - მიმდინარეობს სააკაშვილის ნელი მკვლელობის მცდელობა

სახალხო დამცველის სამედიცინო კომისიამ, მიუხედავად „ვივამედის“ მწირი ინფორმაციისა, დადო დასკვნა, რომლის შესახებაც ყველა ჯანსაღი ექიმი ვსაუბრობდით - მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ნელი მკვლელობის მცდელობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა, რაც ექსპერტების დასკვნას აქვს და რაც „ვივამედის“ ბრალეულობაა, ისაა, რომ საუბარი არაა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად მძიმე მეტალებით მოწამვლა.

„პირველი ამბავი გახლავთ ის, რომ „ვივამედის“ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რაც მან მიაწოდა სახალხო დამცველის კომისიას, კომისიამ დადო ის დასკვნა, რის შესახებაც ჩვენ ყველა ვსაუბრობდით, ყველა ჯანსაღი ექიმი, რომ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ნელი მკვლელობის მცდელობა და რომ სიტუაცია არანაირად არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება, როგორც ნევროლოგიური, ასევე, სხვა სისტემების თვალსაზრისით. მეორე პრობლემა, რაც ამ დასკვნაშია და ესეც არ არის ბრალეულობა ომბუდსმენის კომისიის, არამედ „ვივამედის“, ისაა, რომ მთელი რიგი ამბები, განსაკუთრებით კლინიკური ამბები, გამორჩენილია. უპირველესად, ეს არის მძიმე მეტალებით მოწამვლა, საერთოდ არ არის აქ ამაზე საუბარი. ასევე, დოქტორ კობის მიერ დიაგნოსტირებული მარცხენა მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრების დაზიანება, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ესეც არ არის, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ აქვს. აქ ერთის მხრივ არის ნელა, ეტაპობრივად მკვლელობის მცდელობა და მეორეს მხრივ, არის ტანჯვის მიყენება, ფაქტობრივად წამება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ომბუდსმენის კომისიის წევრ პროფესიონალებს, რომ მათ ამ მწირი ინფორმაციის საფუძველზე მოახერხეს ობიექტური დასკვნების გამოტანა“, - განაცხადა ლევან მეტრეველმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა მის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის შეფასება, რომელიც ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტებს. როგორც დასკვნაში წერია, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია; ასევე, შეფასების თანახმად, პაციენტს აქვს გამოხატული მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო