„საქსტატი“ თბილისის მასშტაბით მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებს სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური („საქსტატი“) სექტემბრის ბოლოდან თბილისის მასშტაბით მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას იწყებს - მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად „საქსტატმა“ რეგისტრატორის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსამზადებელი სამუშაო გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.

„მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად „საქსტატმა“ რეგისტრატორის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების პერიოდი არის 2 კვირა. რეგისტრატორის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 500 ლარს.

მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს მოცემულ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80499?active=1

განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (საბურთალოს რაიონი, ჯურხა ნადირაძის N46)

ადგილზე განაცხადის შევსების შემთხვევაში მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობის ასლი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ასევე დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა