შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ, შიდა-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. აღევლინა დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის