ღვინის ეროვნულ სააგენტოში რთველის საორგანიზაციო საკითხები მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია.

„სწორედ ამიტომ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მეწარმეებთან და ფერმერებთან კონსულტაციების გარეშე, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას გააგრძელებს არაერთი მიმართულებით, ცხადია, გაგრძელდება მარკეტინგული მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს. გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ყველა მევენახეს მიეცეს ყურძნის შეუფერხებელი ჩაბარების შესაძლებლობა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმა რთველში ჩასართავად და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მზად ყოფნა გამოხატეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის