დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს ყოველდღიურად, თუმცა ამის პარალელურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მინისტრმა.