ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, კლინიკა „ენმედიცში” აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის წარმომადგენლობის განცხადებით, კლინიკა “ენმედიციმ” აკრედიტაციის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სექტემბრიდან კლინიკაში წინასწარ აუდიტის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას, რაც დაეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე. ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს ჩაუტარდება სპეციალური ტრეინინგებიც უშუალოდ AACI ის ექსპერტების მიერ, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს.

„კლინიკები მიიღებენ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. აკრედიტაციის სტანდარტი არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მთავარია კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში დააკმაყოფილონ სტანდარტების მოთხოვნები. აკრედიტაცია სამ წლიანია და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:წინასწარ შეფასებას; ძირითად შეფასებას; ყოველწლიურ პერიოდულ შემოწმებას.

AACI ის აკრედიტაციის პროგრამის წინასწარი შეფასების კომპონენტი საშუალებას მისცემს კლინიკებს, თავად სრულად გაიაზრონ და დაგეგმონ ძირითადი შეფასების პროცესი. რაც პრაქტიკულად არ ტოვებს სივრცეს დამატებითი კონსულტაციისთვის. თავად პროცესში ხდება მენეჯმენტის ყველა რგოლთან გასაუბრება და პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება.

კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი