ირაკლი ქარსელაძე - რიკოთზე მე, პირადად, ვმოძრაობ, ჩემი ოჯახი მოძრაობს, ჩემს გარშემო ყველა - რიკოთი დღეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, დასრულებულიც  იქნება უსაფრთხო და კომფორტული

მე, პირადად, ვმოძრაობ, ჩემი ოჯახი მოძრაობს, ჩემს გარშემო ყველა და რიკოთი დღეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიკოთის პროექტი არა მარტო დღეს, დასრულების შემდეგაც უსაფრთხო იქნება, რადგან საერთაშორისო სტანდარტით ხორციელდება.

„149-ე კილომეტრზე აბსოლუტურად ყველა ზომაა მიღებული. არ ჩამოშლილა მეწყერი, წინასწარ რისკი და საფრთხე რომ შეფასდა და მომეტებულად ჩაითვალა, მაშინ დავკეტეთ, გავაკეთეთ ყველაფერი იმდაგვარად, ახლა მოძრაობაც რომ მიმდინარეობს, არის უსაფრთხო.

მომავალში, ეს პროექტი რომ განხორციელდება, ასევე იქნება უსაფრთხო. არა მარტო მშენებლობა, გზა, ხიდი, გვირაბი, არამედ მოძრაობაც იმიტომ, რომ საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტითაა. დასრულებული რიკოთი იქნება უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025