ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის, მაგისტრალზე წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი გაიხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის პროექტთან ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.

„დღემდე, გარდა ზეპირი საუბრებისა, კონკრეტული შენიშვნა ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, ან რაიმე სხვა საინჟინრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, წარმოდგენილი არ ყოფილა“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ რიკოთზე სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ძალიან კომპლექსური, ძალიან რთული პროექტი, ძალიან რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს ისეთი ტემპით, რომ წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ეს არის ის გეგმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა