გეოლოგიის ინსტიტუტი და არა მარტო, ჯერ კიდევ მიშამ გააუქმა, შენობა მოეწონათ და გასაყიდად გამოიტანეს, ესენი კი, ფულს ყველაფერში ხარჯავენ უსაფრთხოების გარდა, მთავარია, მომგებიანი იყოს - გამაფრთხილებელი სისტემაც სწორედ იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ „ატკატს“ ვერ აიღებდნენ, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის მმართველი თავად არის უვიცი, ჰგონია, რომ არც ქვეყანას სჭირდება ის პროფესიები, რომელიც მან არ იცის.
„ ეტყობა, ბედი გვაქვს ასეთი, ჩვენი ყველა ხელისუფლება ხრუშჩოვისას ჰგავს. ეგ ანადგურებდა და აუქმებდა ასე ყველაფერს, რადგან, როდესაც ქვეყნის მმართველი თავად არის უვიცი, მას ჰგონია, რომ არც ქვეყანას სჭირდება ის პროფესიები, რომელიც მან არ იცის. გეოლოგიის ინსტიტუტი და არა მარტო, ჯერ კიდევ მიშამ გააუქმა, შენობა მოეწონათ და გასაყიდად გამოიტანეს; ესენი კი, ფულს ყველაფერში ხარჯავენ უსაფრთხოების გარდა, მთავარია, მომგებიანი იყოს. გამაფრთხილებელი სისტემაც სწორედ იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ „ატკატს“ ვერ აიღებდნენ. მოკლედ, ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა და ამათმა რამე რომ იცოდნენ, თავად მაინც არ დასახლდებოდნენ სახიფათო ზონებში. არადა, წლები ჩეხავენ ხეებს და აშენებენ კორპუსებს ასლარიანი, მხოლოდ ნახატებით გაცემული გეოლოგიური დასკვნებით. კატასტროფაა თუნდაც ჟვანიას ქუჩაზე რაც ხდება, ან სპორტის სასახლის უკან, ღმერთმა დაიფაროს, მიწისძვრა მოხდეს, იქ ტექნიკაც ვერ შევა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.