„სამოქალაქო იდეა“ - ირაკლი ქარსელაძის მხრიდან მანიპულაციური და მდარე ხარისხის პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას ჰქონდა ადგილი - გზების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგებს, დღის სინათლე არ უხილავს

„სამოქალაქო იდეა” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მიერ რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გზების დეპარტამენტის 24-საათიანი მონიტორინგის შედეგებს, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, დღის სინათლე არ უხილავს.

„სამოქალაქო იდეა“ მიიჩნევს, რომ შედეგები რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს და ის ექსპერტებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ორგანიზაცია ასევე ეხმაურება ირაკლი ქარსელაძის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთის პროექტში ჩართული ოთხი კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში.

„სამოქალაქო იდეისთვის“ გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მინისტრს „10 აგვისტოს მონაცემების გადამოწმება რიკოთზე სამუშაოებით დაკავებულ ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში, თუ არა მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.

„პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოქალაქო იდეა საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ანტი-კორუფციული მონიტორინგისა და საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენების, მათ შორის ეკონომიკური გავლენების პრევენციის შესახებ მუშაობს. ჩვენი საქმიანობის 6 წლის მანძილზე მონიტორინგისა და კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში არსებული ჩინური კომპანიები და მათ მიერ შესრულებული, ან ვერ შესრულებული საქმიანობაა. შესაბამისად, ბევრი საკითხი, რომელზეც მინისტრი ქარსელაძე საუბრობდა, სწორედ ჩვენი ანგარიშებიდან გაიგო საზოგადოებამ. იმისთვის, რომ არავინ შევიდეს შეცდომაში და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აუცილებლად მიგვაჩნია წინამდებარე განცხადებით შევეხმიანოთ მინისტრის განცხადებებს. ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვმონაწილეობთ, შესაბამისად დღეს მინისტრ ქარსელაძის განცხადებების მხოლოდ იმ ნაწილს ვეხმიანებით, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშებში იყო ასახული და ჩვენს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს შეეხება. კერძოდ, ეს გახლავთ საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნა და ქვეყანაში სახელმწიფო კონტრაქტების მინიჭების პროცესში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების შექმნა.

აუდიტი: მინისტრმა ბევრი ისაუბრა მონიტორინგის სისტემაზე, ასევე აუდიტის მექანიზმებზე, რომელსაც „დიდი ოთხეულის“ კომპანია უწევს რიკოთის პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადებები მნიშვნელოვანია, მას არაფერი აქვს საერთო ჩვენს მოთხოვნასთან, ვინაიდან ჩვენ უკვე წლებია, არა ფინანსურ, არამედ გარემოსდაცვით საერთაშორისო აუდიტს ვითხოვთ. რადგან იმის მიუხედავად არსებობს თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ბრალდებები კორუფციად საშიში გარიგებების შესახებ, უპირველესი და უმწვავესი საკითხი რიკოთის შემთხვევაში მისი უსაფრთხოებაა. დღეს საქართველოს წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევა და ამოცანაა სრულიად ერთმნიშვნელოვანი გარანტიების არსებობა, ამ ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის უსაფრთხოების შესახებ. ყველაფერი სხვა გარკვეულწილად მეორეხარისხოვანია. ასეთი გარანტიების შექმნა კი, მხოლოდ დამოუკიდებელი საერთაშორისო გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით არის შესაძლებელი. მიუხედავად ბატონი ქარსელაძის ნახევარ საათიანი მონოლოგისა, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის მცდელობად უნდა შეფასდეს (11 აგვისტოს მედია მონოლოგი თავისთავად უკვე დადებითი მოვლენაა. კაბინეტებში დამალვის ნაცვლად ამგვარი ახსნა-განმარტებების კეთების საჭიროების გაცნობიერება მისასალმებელია), მას არავითარი ვალდებულება ინფორმაციის საჯაროობაზე და პროცესის გახსნილობაზე არ აუღია. მართალია, ჩვენ მოვისმინეთ, რომ გზების დეპარტამენტი 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებსო, მაგრამ ამ მონიტორინგის შედეგებს დღის სინათლე არ უნახავს. მინისტრის სიტყვების დამაჯერებლობისთვის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების სიმშვიდისთვის უკიდურესად აუცილებელია ყველა სიტყვის ინფორმაციული და ფაქტობრივი დადასტურება. მონიტორინგის შედეგები,რომელზეც მინისტრი საუბრობს, რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს და ექსპერტებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

სანქციები: უკიდურესად მანიპულაციური და მდარე ხარისხის პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას ჰქონდა ადგილი მინისტრის მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას. დავიწყოთ მის მიერ ნათქვამი ნახევარსიმართლით, მან აღნიშნა ტენდერები მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა, რასაც ჩვენც ვადასტურებთ, თუმცა, ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება როგორ იმარჯვებენ ასეთ ტენდერებში ყველაზე უფრო საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიები. რა გვითხრა მინისტრმა? –

  1. სანქციებითშეზღუდვაარარისმისმიერჩამოთვლილი, სახელშეკრულებოურთიერთობებისთვისგადამწყვეტი, ბევრიდოკუმენტიდანარცერთშივალდებულებად;
  2. ჩემებსგადავამოწმებინედა 2023 წლის 10 აგვისტოსმდგომარეობითარცერთიკომპანიაარარისსანქცირებულიო. პრობლემარომელზეცჩვენწლებიავსაუბრობთ, დაადასტურამინისტრმა – საქართველოსხელისუფლებისთვის, სანქცირებისისტორიაარარისშემაფერხებელიფაქტორი. უფრომეტიც, არცშესყიდვებისახალკანონში, რომელიცპარლამენტმა 2023 წელსმიიღო, საერთაშორისოსანქციების, ანსაერთაშორისოშავისიებისსაკითხიმოხსენიებულიცკიარარის, არცერთიკომიტეტისგანარავითარიპასუხიარმიგვიღიაჩვენსმიერწარდგენილცვლილებებზე, შეთავაზებებსადასაუკეთესოსაერთაშორისოპრაქტიკისმაგალითებისგაზიარებისაუცილებლობაზე. სრულიადგაუგებარიარაშისჭირდებოდამინისტრს 10 აგვისტოსმონაცემებისგადამოწმებარიკოთზესამუშაოებითდაკავებულჩინურკომპანიებთანმიმართებაში, თუარამანიპულაციადასაზოგადოებისშეცდომაშიშეყვანისმცდელობა. სინამდვილეშიჩვენრაზეცვსაუბრობთ, გახლავთკომპანიებისრეპუტაცია, მანამდეგანხორციელებულისამუშაოებიდასანქციების/შავისიებისსაკითხიკონტრაქტისმინიჭებამდე. დაინტერესებულსაზოგადოებასწარმოგიდგენთ, ძალიანმოკლედ, ინფორმაციასრიკოთზემომუშავეჩინურიკომპანიებისშესახებ. უფრომეტი, მათისაგმიროსაქმეებისშესახებშეგიძლიათიხილოთჩვენსკვლევებშიკვლევებშიwww.civicidea.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სამოქალაქო იდეას“ განცხადება ვრცლად

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის