ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში რუმინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდნენ

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებების დირექტორები ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუსა და რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ხათუნა ბურკაძემ, ვახტანგ კაპანაძემ, საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუსმა და რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშემ, პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ საქართველოსა და რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, მათ განიხილეს ქართულ, რუმინულ კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია „ჯეოქეისის“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება