საქართველოს კაპიტალმა, „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP“, „კომპანია“), სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები რეგიონალურ ბაზარზე, დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს.

„ობლიგაციების ემისია წარმატებით 3 აგვისტოს მოხდა, ხოლო ფასწარმოქმნის (book-building-ის) შედეგად, საპროცენტო განაკვეთი 8.5%-ით განისაზღვრა. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ ობლიგაციებს BB- რეიტინგი მიენიჭათ. ფასიანი ქაღალდების დაშვება დამატებით საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგსა და Clearstream სისტემაში იგეგმება.

მოზიდული სახსრების ძირითადი ნაწილი, კომპანიის მიერ უკვე მობილიზებულ ლიკვიდურ სახსრებთან ერთად, არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. შედეგად, კომპანიის მთლიანი ვალი მიმდინარე $300 მილიონი აშშ დოლარიდან $150 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება.

გარიგება გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური მახასიათებლით, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მას სამომავლოდაც წაახალისებს. ეს შესაძლებელი გახდა ჯგუფის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უპრეცედენტო გამოცდილებისა და კაპიტალზე/ინვესტორთა ბაზაზე წვდომის მეშვეობით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება ობლიგაციების ემისიის მოცულობას, დაახლოებით, 33%-ით აღემატებოდა. გარიგება დამატებით გამოირჩევა უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით და მონაწილეობით როგორც ე.წ. საცალო ინვესტორების (55%), ისე საერთაშორისო და კომერციული ინვესტორების მხრიდან (45%). ასევე, აღნიშნული წარმოადგენს პირველ ადგილობრივ ემისიას უცხოურ ვალუტაში, რომელშიც საპენსიო სააგენტომაც მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და სს საქართველოს კაპიტალისა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

სს საქართველოს კაპიტალის ობლიგაციების განთავსებაზე ერთობლივად სს „გალტ & თაგარტი“ და შპს „თიბისი კაპიტალი“ მუშაობდნენ. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩეველს წარმოადგენდა შპს დენტონსი (Dentons), ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს - შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC). კომპანიამ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).

„მოხარული ვარ ამ მნიშვნელოვანი გარიგებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ჩვენ საქართველოს ბაზარს წარმატებით შევთავაზეთ ყველაზე დიდი კორპორატიული ობლიგაციების ემისია. მიუხედავად რთული გლობალური საკრედიტო ბაზრებისა, ამ ტრანზაქციამ ადგილობრივი ინვესტორებისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო და სს საქართველოს კაპიტალისთვის მიმზიდველი პირობები განსაზღვრა. გარიგების მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს: EBRD-ს, AIIB-ს, ADB-სა და IFC-ს. გარდა ამისა, მოხარული ვარ, რომ სს საქართველოს კაპიტალისა და მისი პორტფელის კომპანიებისთვის, აღმოვაჩინეთ ახალი ტიპის ინვესტორთა წრე და დაფინანსების წყარო, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ფასიან ქაღალდებზე რეკორდული რაოდენობის ინტერესის გამოხატვით GCAP-ისადმი ძლიერი ნდობა გამოიჩინეს. ჩვენს ფასიან ქაღალდებზე ძლიერი მოთხოვნა მეტყველებს იმაზე, რომ კაპიტალის ბაზრები საქართველოში სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების - „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ მუდმივი წარმატებული მხარდაჭერით, შეიძლება გახდეს დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო. ობლიგაციების ემისია წარმოადგენს GCAP-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაფინანსების წყაროებზე ჩვენს წვდომას, იქნება ეს საერთაშორისო თუ საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე,“ - აცხადებს GCAP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. გარიგების უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა გარიგების ზომა, მდგრადობასთან დაკავშირებული სტატუსი, მრავალფეროვანი ინვესტორთა ბაზა და ასევე, არასტაბილურ და მერყევ გლობალურ თუ რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოში ხელსაყრელი ფასწარმოქმნა, ეს გარიგება ადგილობრივი თუ რეგიონული სავალო დაფინანსების გარიგებებისთვის თავისუფლად შეიძლება იქცეს ახალ ნიშნულად. მსურს, მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს და მადლობა გადავუხადო მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კირტავამ.

„მოხარული ვართ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მსხვილი კორპორაციული ტრანზაქცია, რომელიც საცალო და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, „თიბისი კაპიტალის“ თანამონაწილეობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ სს საქართველოს კაპიტალს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. „თიბისი კაპიტალი“ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - აღნიშნავს „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი