ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, „საკუთარ სისუსტეს კიდევ ერთხელ აღიარებენ“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა საკუთარი სისუსტის აღიარებაა და თუ ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, „საკუთარ სისუსტეს კიდევ ერთხელ აღიარებენ“.

როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა, სისუსტის აღიარებას ნიშნავს. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხედავთ, რა ვითარებაა. მათ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები აქვთ, რაც ბუნებრივიცაა. როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია, იქ ლაპარაკიც ზედმეტია რაიმე პარტიულ სიძლიერეზე. ასევე, როდესაც მათი არაფორმალური მმართველი არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ., იქ ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება. იგივე ეხებათ სხვა ოპოზიციური პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა საკუთარი სისუსტის აღიარებაა. თუ ამ შემთხვევაში უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები უკვე წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურა დაასახელა, გურჯაანის მერის პოზიციაზე კი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურა წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო