დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დაათვალიერა

ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი” დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კალაძის თქმით, ხიდი ქვეითებისთვის დღესდღეობით სრულებით უსაფრთხოა. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა - საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი.

„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება