ცესკოს საარჩევნო ბანაკები განახლებული კონცეფციით მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ მიმდინარეობს. პროექტი, რომლის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოტენციური ადამიანური რესურსის ფორმირება, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. თითოეული ნაკადის წარმომადგენლებს უშუალოდ ხვდებიან ცესკოს ხელმძღვანელი პირები.

პროექტი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებთან სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ნერგავს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა „საარჩევნო კულტურის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო ბანაკები“ წელს განსხვავებული კონცეფციითა და ახალი სასწავლო პროგრამით ტარდება და მიზნად ისახავს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო ტექნოლოგიებთან და საარჩევნო სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მდგრადი და წარმატებული პროექტი, რასაც ადასტურებს მონაწილეთა მხრიდან მაღალი ინტერესი და ჯგუფების რაოდენობის ზრდა. ეს კურსი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ როგორც ინფორმირებული ამომრჩეველი, ისე პოტენციურ საარჩევნო ადმინისტრატორთა ბაზა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

განხორციელებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე პროექტისთვის, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება ახალი კონცეფცია შემუშავდა. სწავლებაში 23-45 წლის მოქალაქეები მონაწილეობენ და 3 დღის განმავლობაში ისინი დეტალურად ეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკას, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი სპეციალური აპარატების გამოყენებით საარჩევნო პროცედურების განხორციელებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი 5 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. სწავლებას საერთო ჯამში 500 მდე მონაწილე გაივლის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება