საია-ს ინფორმაციით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა, რომელიც სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს და მათზე სახელმწიფოს მიერ 2023 წლის 23 ივნისს წარდგენილ შეპასუხებას აფასებს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელზე მეტი გავიდა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საჯარო და სრულიად ხელმისაწვდომია, დანაშაულის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.

„საია, ორგანიზებული ძალადობის შედეგად, 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) ინტერესების დაცვას საერთაშორისო დონეზე აგრძელებს. საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა, რომელიც სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს და მათზე სახელმწიფოს მიერ 2023 წლის 23 ივნისს წარდგენილ შეპასუხებას აფასებს.

საქმე შეეხება ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ხსენებულ უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, 2022 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდა, მას შემდგომ რაც, საიამ მედია წარმომადგენლების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საჯარო და სრულიად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, სახელმწიფო დღემდე არ აპირებს დანაშაულის ორგანიზატორი პირების დასჯას ჩადენილი დანაშაულის გამო.

დაზარალებულებს დღემდე შეზღუდული აქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლებები და სრულყოფილად არ ხდება მათ მოთხოვნებზე რეაგირება. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირები, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებისა, სახელმწიფო სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ შორის, 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებში გამოიხატა, რა დროსაც ამ საქმის ერთ-ერთი მომჩივანი კვლავ სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენელთა სამიზნე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა 2023 წლის 17 იანვარს დაიწყო. ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო