„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების ხელმძღვანელის, თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, კომპანიის პრიორიტეტი დაზღვეულისთვის სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მოწოდებაა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას გამონაკლისებზე.
როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ დაზღვევა არ აგინაზღაურებს ზარალს თუ:
მოძრაობ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით; ნასვამი აპირებ ავტომობილის მართვას; აპირებ ოფროუდზე მოძრაობას; აპირებ დაშვებულ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-ზე მეტით იმოძრაო, არ დაემორჩილო შუქნიშანს, ან იმოძრაო მოძრაობის საპირისპირო ზოლში!
„ჩვენთან ასევე არ უნდა დაეზღვეთ, თუ ფიქრობთ, რომ დაზღვევით შეძლებთ უკვე არსებული (მათ შორის ცვეთით გამოწვეული) დაზიანებების შეკეთებას.
კვინიკაძის ინფორმაციით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში ავტომობილის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.
წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით:
https://igg.ge/statement“, - ნათქვამია ინფორმაციაში.